ყველა სპორტული სიახლე

„ასტონ ვილამ“ ჩემპიონშიპის რეკორდი დაამყარა

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ინგლისის ჩემპიონშიპის სატრანსფერო რეკორდი მოხსნა.

ბირმინგემელებმა „ბრისტოლს“ ფრანგ თავდამსხმელ ჯონათან კოჯში 11 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს და შესაძლოა, ეს თანხა 15 მილიონამდე გაიზარდოს. მანამდე, ამხელა თანხა ტრანსფერში ჩემპიონშიპის არცერთ კლუბს დაუხარჯავს.

გასულ სეზონში, 26 წლის ფეხბურთელმა „ბრისტოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ