ყველა სპორტული სიახლე

ჰოჯსონმა რუნის ჯანმრთელობით არ გარისკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის დასკნით შეხვედრებაში ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, რუნიმ ნაკრების ვარჯიში პრემიერლიგის განვლილ ტურში „არსენალთან“ მატჩის (0:3) დროს მიღებული ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

ინგლისელი ფორვარდის დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ჩათვალა, რომ რუნის ჯანმრთელობით გარისკვა არ ღირს, ვინაიდან ინგლისმა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა.

ჰოჯსონი მის შეცვლას ტეო უოლკოტით გეგმავს, ხოლო რუნის მაგივრად  ნაკრებს „ჩელსის“ მცველი გარი კეხილი უკაპიტნებს.

ინგლისი 9 ოქტომბერს ლონდონში ესტონეთს დაუპირისპირდება, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად ლიტვას შეხვდება.

 

ფეხბურთი, სხვადასხვა, ხელბურთი‎, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ