ყველა სპორტული სიახლე

ცსკა-მ სპორტის სასახლეში ივარჯიშა

ვითიბი ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, მოსკოვის ცსკა-მ თბილისის სპორტის სასახლეში მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

მოსკოველები "ვითასთან" სათამაშოდ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, მილოშ ტეოდოსიჩის გარეშე ჩამოვიდნენ. ტრავმები გამო არმიელთა შემადგენლობაში არ ითამაშებენ კორი ჰიგინსი, ვიაჩესლავ კრავცოვი, ვიქტორ ხრიაპა და ჯოელ ფრილენდი.

ვითიბი ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა თბილისის "ვითასა" და მოსკოვის ცსკა-ს შორის სტარტს 20 საათიდან აიღებს. მატჩზე დასაწრები ბილეთების ფასი 10 და 20 ლარია.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შეხვედრაში "ვითამ" "კრასნი ოქტიაბრთან" წააგო, ცსკა-მ კი ტურნირზე პირველ მატჩს ატარებს.

ფეხბურთი, კალათბურთი, ზამთრის სახეობები, ვიდეო, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ