ყველა სპორტული სიახლე

მინისტრმა შოთა ქველიაშვილის თასზე გამარჯვებულები დააჯილდოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და სპორტის დეპარტამენტის უფროს ირაკლი დოლაბერიძესთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონის - ნინო სალუქვაძის სახელობის ტირს ესტუმრა და პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საერთაშორისო ტურნირის - შოთა ქველიაშვილის თასის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიებას ოლმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი - მამუკა ხაბარელიც ესწრებოდა.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას ქალთა და მამაკაცთა შორის 60 სპორტსმენი იღებს. ქართველი ტყვიის მსროლელებთან ერთად, მედლებისათვის ბულგარეთის, გერმანიისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და სამგზის პრიზიორმა ბულგარეთიდან მარია გროზდევამ, ასევე ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გერმანიიდან მუნკბაიარ დორჯსურენმა. ქალთა შორის პირველი ადგილი ნინო სალუქვაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მარია გროზდევა გავიოდა, ხოლო მესამეზე მუნკბაიარ დორჯსურენი.

12 ნოემბერს გამარჯვებულები ქალთა შორის დაჯილდოვდნენ, 13 ნოემბერს გოგონები ისვრიან, 14 ნოემბერს კაცები, 15 ნოემბერს კი ჭაბუკები. საერთაშორისო ტურნირის დახურვა და დაჯილდოება 16 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრი ტყვიის სროლის ფედერაციას მათთვის ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას - ახალი სავარჯიშო ბაზის მოწყობას დაპირდა, რაც სამომავლოდ განხორციელდება.

შეგახსნებთ, რომ ნინო სალუქვაძე, რომელსაც ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული ოლიმპიურ თამაშებზე, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას მერვედ დაიცავს, რაც უნიკალური მაჩვენებელია ქართული სპორტის და ერთ-ერთი გამორჩეული ზოგადად ოლიმპიზმის ისტორიაში.

msy.gov.ge

სხვადასხვა, ტყვიის სროლა

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ