ყველა სპორტული სიახლე

სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

13-16 ნოემბერს, სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატს მაროკოს დედაქალაქი კასაბლანკა მასპინძლობს. სამბოს მსოფლიოს პირველობა აფრიკის კონტინენტზე პირველად ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონდო მუზაშვილმა მაროკოში 9 ვაჟი და 4 გოგონა წაიყვანა.

ბაქოს ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე სამბისტებმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც მათთვის უჩვეულო შედეგია. როგორც წესი ქართველი სამბისტები ევროპის და მსოფლიოს პირველობას ოქროს გარეშე არ ტოვებენ.

მაროკოში გენადი ჩირგაძე (52 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონების რანგში ჩადიან.

 

13-16 ნოემბერი. მაროკო, კასაბლანკა. მსოფლიოს ჩემპიონატი

ვაჟები გენადი ჩირგაძე (52 კგ) ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ) ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) ბესარიონ ბერულავა (74 კგ) ზაურ გაგნიძე (82 კგ) დავით კარბელაშვილი (90 კგ) დავით ლორიაშვილი (100 კგ) ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ)

გოგონები შორენა შარაძე (60 კგ) ნინო ოძელაშვილი (68 კგ) ირინე ლეონიძე (80 კგ) ელენე ქებაძე (+80 კგ)

მწვრთნელი: ჯონდო მუზაშვილი

სხვადასხვა, ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2021 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ