ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა ზვიად გოგოჭურს

საქართველოს სახელით პარაოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი მეოთხედფინალიდან ჩაერთო გათამაშებაში, პირველ ორთაბრძოლაში არგენტინელ ხორხე ლენსინას იპონით დამარცხების შემდეგ, გოგოჭურმა 1/2-ფინალში ამერიკელი დარტანიონ კროკეტი შებოჭა და ფინალის საგზური მოიპოვა.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გოგოჭურმა ფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა.

ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ქართველ სპორტსმენს გამარჯვება  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ტელეფონის საშუალებით მიულოცეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს: ''ზვიად გოგოჭურს ვულოცავ რიოს პარალიმპურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვებას! მისი შემართება და თავდადება ნებისმიერი ქართველისთვის ამაღელვებელი და საამაყოა.''

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიოს ოლიმპიური თამაშების გახსნით ცერემონიას ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს პრეზიდენტმა,  ზაფხულის  31-ე ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს, სხვა სპროტსმენებთნ ერთად პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და პრიზიორებს ღირსების ორდენები გადასცა.

პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარასპროტსმენები, რომლებიც ამ დროისთვის რიოში იმყოფებიან და პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ.


რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ