ყველა სპორტული სიახლე

ვაჟთა ნაკრებმა მე-4 ადგილზე გადაინაცვლა

ქართველმა ვაჟმა და ქალმა მოჭადრაკეებმა ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის მე-9 ტური წარმატებულად დაასრულეს. ქართველმა ვაჟებმა უნგრეთს 2.5:1.5 სძლიეს, 14 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია ბაადურ ჯობავას (2665) გამარჯვება რიჩარდ რაპორტთან (2752), მოიგო მიხეილ მჭედლიშვილმაც (2609), თორნიკე სანიკიძემ (2497) ყაიმი გააფორმა, თამაზ გელაშვილი (2575) კი დამარცხდა.

16-16 ქულით ოლიმპიადას აშშ და უკრაინა ლიდერობენ, მე-3 პოზიციაზე კი პირველი განთესვის მქონე რუსეთია. მე-10 ტურში ცენტრალური საქართველო-აშშ-ს, ჩეხეთი-უკრაინის და ინდოეთი-რუსეთის შეხვედრები იქნება.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა თურქმენეთს 3:1 სძლია და 13 ქულით მე-7 პოზიციაზე აინაცვლა. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა (2463) და ნინო ბაციაშვილმა (2474), ნანა ძაგნიძემ (2522) და ლელა ჯავახიშვილმა (2486) კი ყაიმები დააფიქსირეს.

ტურნირს 16 ქულით ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც კვალში პოლონეთი (15), უკრაინა (14), რუსეთი (14), ინდოეთი (14), აშშ (14) უდგანან. მე-10 ტურში საქართველო რუსეთს ეთამაშება, პოლონეთი – აშშ-ს, ინდოეთი – უკრაინას, ხოლო მონღოლეთი – აშშ-ს.

ქალთა ტურნირში საქართველოს ნაკრებმა თავი 8 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. 10-10 ქულით რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ, რუმინეთს, ჩინეთს და აზერბაიჯანის პირველ გუნდს აქტივში 9-9 ქულა აქვთ, შემდეგ კი, უნგრეთი, საქართველო, პოლონეთი, ინდოეთი, თურქეთი, სერბეთი, ვიეტნამი, აშშ, ლატვია, ყაზახეთი და ჰოლანდია მოდიან.

გასულ ტურში 41-ე ნომრად განთესილ პერუს ნაკრებთან მე-4 რეიტინგის მქონე ქართულ გუნდს პრობლემები არ შექმნია. პარტიები მოიგეს ლელა ჯავახიშვილმა (2486), ბელა ხოტენაშვილმა (2463) და ნინო ბაციაშვილმა (2474), ერთადერთი ყაიმი კი ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2522) გააფორმა.

gcf.org.ge

საინტერესო, ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ