ყველა სპორტული სიახლე

''ევერტონი'' ''სანდერლენდის'' პატარა გულშემატკივარს ფინანსურად დაეხმარება

საფეხბურთო კლუბი ''ევერტონი'' ''სანდერლენდის'' პატარა გულშემატკივარ ბრედლი ლოვერის ფინანსურად დაეხმარება.

ამის შესახებ ინგლისური კლუბის Facebook გვერდი იტყობინება.

''სანდერლენდის'' 5 წლის ფანს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მისი ოჯახი კი ცდილობს 700 000 ფუნტი შეაგროვოს, რათა ბრედლიმ მკურნალობის კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიაროს.

12 სექტემბერს ''სანდერლენდი'' საკუთარ მოედანზე ''ევერტონთან'' 0:3 დამარცხდა. სწორედ ამ მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა ''ევერტონმა'' ოფიციალური განცხადება, რომ კლუბი 5 წლის ბიჭს დაეხმარებოდა.

გარდა ფინანსური დახმარებისა, კლუბის ხელმძღვანელებმა ბრედლი პრემიერლიგის მეორე წრეში, გუდისონ პარკზე, ''ევერტონისა'' და ''სანდერლენდის'' დაპირისპირებაზე დაპატიჟეს.


''სანდერლენდი'' 0:3 ''ევერტონი'' - ბრედლი ლოვერი მასპინძელთა კაპიტან, ჟერმენ დეფოსთან ერთად.

ასევე ბრედლის მხარდასაჭერად აუქციონზე ''ევერტონის'' ფეხბურთელების მაისურები, მათივე ხელმოწერით გაიყიდება, თანხა კი მთლიანად სანდერლენდის 5 წლის გულშემატკივრის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება.


''ევერტონის'' ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრტნელმა, როლანდ კუმანმა მოიწონა და ინფორმაცია Twitter-ის პირად გვერდზე განათავსა.

ფოტო: bbc.com, facebook.com/Everton/

ფეხბურთი, ევროპა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2022 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ