ყველა სპორტული სიახლე

პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი ზვიად გოგოჭური საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს ისტორიაში პარალიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი, ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, რიო-დე-ჟანეიროში გამარჯვების შემდეგ, 13 სექტემბერს გამთენიას სამშობლოში დაბრუნდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ზვიად გოგოჭურს და მასთან საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის წარმომადგენლებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის, ასევე დაცვის პოლიციის (გოგოჭური ამავდროულად შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრიცაა) ხელმძღვანელი პირები, გულშამატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ. 

90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე 29 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა ბრაზილიურ ტატამზე სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივე მოიგო და უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

1/4-ფინალში, არგენტინელ ხორხე ლენსინას იპონით დამარცხების შემდეგ, გოგოჭურმა 1/2-ფინალში ამერიკელი დარტანიონ კროკეტი შებოჭა და ფინალის საგზური მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი გოგოჭურმა უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო გაფრთხილებებით დაამარცხა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრი, პარაძიუდოისტთა გუნდში მხედველობის პრობლემის გამო მოხვდა.

ფოტო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
www.msy.gov.ge

ჭიდაობა / ძიუდო, საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2022 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ