ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთი: საქართველო U19 11:16 რუსეთი U19

საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ასპარეზობა დაასრულა. უკანასკნელ, მესამე შეხვედრაში გელა ტუკვაძის გაწვრთნილი გუნდი რუსეთთან 11:16 დამარცხდა, თუმცა ფლეი-ოფში მაინც გავიდა.

ქართველმა წყალბურთელებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს - საწყისი მეოთხედი რუსეთის გუნდმა 5:1 მოიგო. მეორე მეოთხედი ფრედ 6:6 დასრულდა, მესამე საქართველოს ნაკრებმა მოიგო 3:2, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამ წაგებისა, საქართველოს ნაკრები ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. დღეს 1/4-ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება. ოქროს მედლებისთვის იტალია-რუმინეთი, ჰოლანდია-გერმანია და ხორვატია-მონტენეგროც ითამაშებენ.

13 სექტემბერი, 2016. ევრო 2016 - B ჯგუფი. ჰოლანდია, ალფენ აან დე რიინი, აკუარიინი. 100
11:16 რუსეთი
საქართველო: ირაკლი რაზმაძე, თედო შავშიშვილი, გიორგი ღავთაძე, რევაზ იმნაიშვილი (2), სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე (3), ვაჟა ფურცელაძე (1), დავით ცხაკაია (1), გიორგი მესხი (1), გიორგი მაგრაქველიძე (2), ნიკა შუშიაშვილი (1), გიორგი წულუკიანი, ნიკოლოზ ჩხიკვიშვილი
მწვრთნელ
ებ: გელა ტუკვაძე
მსაჯები: გ.ჰენტშელი და პ.დე იონგი

www.msy.gov.ge

საინტერესო, წყალბურთი

არქივის კალენდარი

2022 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ