ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს მას-რესლინგის ნაკრების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე

წარმატებით დაასრულა თავისი გამოსვლა საქართველოს მას-რესლინგის ნაკრებმა 3-4 სექტემბერს ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში გამართულ მსოფლიოს მეორე ჩემპონატზე.

ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც სხვადასხვა წონითი კატეგორიის 7 სპორტსმენით იყო დაკომპლექტებული 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ზვიად ქაჯაია (+125) და გოგონებში ვალიტა გორელჩანიკი (55),ვერცხლის მედალი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრმა ვალერი ადამაძემ (60) მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილისათვის განკუთვნილი თასი კი ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი გულბანმა ჩაიბარა.

მას-რესლინგის რიგით მე-2 მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა მსოფლიო თამაშების ფარგლებში, რომელიც ყოველ 2 წელიწადში იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშებზე ამჯერად 63 ქვეყანა ღებულობდა მონაწილეობას, საპატიო სტუმრებს შორის იყო ცნობილი სპორტსმენი და მსახიობი სტივენ სიგალი.

საქართველო დელეგაცია ძირითადად სწორედ საქართველოს მას-რესლინგის ეროვნული ნაკრებით იყო წარმოდგენილი. შემდეგი მსოფლიო თამაშები გაიმართება თურქეთში 2018 წელს, სადაც საქართველოს მას-რესლინგის ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღეს ასევე უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრები.

ფოტო: საქართველოს ძალისმიერი ფიტნესის ფედერაცია

www.msy.gov.ge

საინტერესო

არქივის კალენდარი

2022 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ