ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთი: საქართველო U19 5:10 საბერძნეთი U19

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში საბერძნეთთან 5:10 დამარცხდა და ახლა მე-9-12 ადგილებისთვის იასპარეზებს. დღეს გელა ტუკვაძის გუნდი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქართველმა 19-წლამდელებმა ბერძნებს მხოლოდ მეორე მეოთხედში გაუწიეს წინააღმდეგობა, საწყისი და ბოლო 8-წუთეული კი წააგეს - 0:2, 1:3 და 3:4. ტუკვაძის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 2 გოლით ნიკა შუშიაშვილი გახლდათ.

საქართველოს და გერმანიის 19-წლამდე წყალბურთელთა გარდა მე-9-12 ადგილებისთვის მონტენეგრო და რუმინეთიც ითამაშებენ.

14 სექტემბერი, 2016. ევრო 2016 - ფლეი-ოფი. ჰოლანდია, ალფენ აან დე რიინი, აკუარიინი. 100
5:10 საბერძნეთი
საქართველო: ირაკლი რაზმაძე, თედო შავშიშვილი, გიორგი ღავთაძე, რევაზ იმნაიშვილი, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე (1), ვაჟა ფურცელაძე, დავით ცხაკაია, გიორგი მესხი (1), გიორგი მაგრაქველიძე (1), ნიკა შუშიაშვილი (2), გიორგი წულუკიანი, ნიკოლოზ ჩხიკვიშვილი
მწვრთნელ
ებ: გელა ტუკვაძე
მსაჯები: ვ.რადიჩევიჩი, ს.დერვიო

www.msy.gov.ge

საინტერესო, წყალბურთი

არქივის კალენდარი

2022 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ