ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ქალთა ნაკრების წარუმატებელი ციკლი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შინ 0:3 დამარცხდა შვეიცარიასთან.

ამ მატჩით საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაასრულა შესარჩევი ციკლი, ჩაატარა 8 მატჩი, გაიტანა მხოლოდ 2 გოლი და ქულის აღებაც ვერ შეძლო.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მე-18 წუთზე პენალტის ნიშნულიდან ანგარიში კრნოგორევიჩმა გახსნა, 34-ე წუთზე ჰუმის დარტყმით ანგარიში გაიზარდა - 0:2.

საბოლოოდ შედეგი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე დიკენმანმა დააფიქსირა და შვეიცარიის ნაკრებმა მე-7 მატჩი მოიგო - 0:3.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ შემდეგ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება: სუხაშვილი, ბაქრაძე, ჩემინავა (შახკულიანი 90+2), ჩხარტიშვილი, გაბელია, ქველიძე, პასიკაშვილი (დანელია 86), სხირტლაძე, სუთიძე, ჭყონია (კახიძე 89), თოდაძე

მე-6 ჯგუფი

1. შვეიცარია 7 7 0 0 30:3 21
2. იტალია 6 4 0 2 20:7 12
3. ჩეხეთი 7 3 1 3 12:15 10
4. ჩრდილოეთ ირლანდია 6 2 1 3 10:15 7
5. საქართველო 8 0 0 8 2:34 0  

ფოტო: gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ