ყველა სპორტული სიახლე

ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალები კიევში გაიმართება

2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი კიევის “ოლიმპისკიზე’’ გაიმართება.

გადაწყვეტილება უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ათენში მიიღო.

აღნიშნული სტადიონი 1923 წელს გაიხსნა, თუმცა შემდეგ ხუთჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. პირველად 1941 წელს, შემდეგ კი 1968, 1980, 1999 და 2011 წლებში.

“ოლიმპისკი’’ 68 000 მაყურებელს იტევს.

ასევე კიევში გაიმართება 2018 წლის  ჩემპიონთა ლიგის ფინალი ქალ ფეხბურთელთა შორის.

ქალთა ფინალურ დაპისპირებას ლობანოვსკის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ფინალური მატჩების ზუსტი თარიღები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.

Финал женской ЛЧ 2018 пройдет в Киеве

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ