ყველა სპორტული სიახლე

ლევან ბაჯელიძე: ''ქალ ფეხბურთელებში დიდ პოტენციალს ვხედავ''

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შვეიცარიასთან მარცხით დაასრულა.

მატჩის შემდეგ ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

ლევან ბაჯელიძე: ''მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალთა ეროვნულ ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს მონდომებისთვის და თავდადებისთვის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან.

შრომის და დისციპლინის ხარჯზე ყველაფერი მიღწევადია, მჯერა არის პოტენციალი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ თანაბარ დონეზე ვეთამაშოთ ევროპის წამყვან ნაკრებებს.

ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების ხარჯზე ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა, ზოგიერთი მათგანის დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში. შენი ქვეყნის ნაკრებში თამაში ოცნება უნდა იყოს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ასაკის მიუხედავად.''

ფოტო: gff.ge

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ