ყველა სპორტული სიახლე

''იმერეთს'' 34 წლის სპეციალისტი უხელმძღვანელებს

საფეხბურთო კლუბ ხონის “იმერეთის’’ მთავარ მწვრთნელად 34 წლის დავით ბურკაძე იმუშავებს.

ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალ მთავარ მწვრთნელ დავით ბურკაძეს ქუთაისის “ტორპედოს’’ სარეზერვო გუნდსა და წყალტუბოს “სამგურალში’’ უთამაშია, შემდეგ წვრთნიდა საფეხბურთო კლუბ “მართვეს’’ ბავშვთა გუნდს.

დავით ბურკაძე კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა.

დავით ბურკაძე: ''ხვიჩა ქასრაშვილის დაკომპლექტებულ გუნდში რთულია იმუშაო, რადგან მისი საფეხბურთო მსოფლმხედველობა ჩემი საფეხბურთო თვალსაზრისიდან განსვავებულია... მე გუნდის ხელმძღვანელობამ კლუბზე პასუხისმგებლობა დამაკისრა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სრულ მზადყოფნაში ვარ. გეტყვით, რომ ამ ეტაბზე „იმერეთის“ გაძლიერება მიზანშეწოლილად არ მიმაჩნია.. ამ გუნდში საკმარისად კარგი კონტინგენტია და საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ითამაშონ ფეხბურთი.

დღევანდელი ცხრილიდან გამომდინარე ხვალ უშუალო კონკურენტს ცხინვალის „ლიახვს“ ვეთამაშებით, ჩვენ თანაბარი ქულები გვაქვს, უბრალოდ ბურთებში ვფლობთ უპირატესობას. ეს გასვლითი შეხვედრაა, ვიცნობ მათ მთავარ მწვრთნელს და მიმაჩნია, რომ „ლიახვი“ კარგი გუნდია...წინ რთული თამაში გველოდება, მეტოქე დასაფასებელია...

გასვლითი თამაში ყოველთვის რთულია ვიდრე საშინაო თამაში, თუმცა ჩემი გუნი ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავა მინდორზე.''

შეგახსენებთ, მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა და კონსულტანტმა რევაზ ბურკაძემ თანამდებობები დატოვეს.

პირველი ლიგის თეთრ ჯგუფში 9 გუნდს შორის “იმერეთი’’ 5 ქულით მე-5 ადგილზეა.

ფოტო: ''იმერეთის'' პრესსამსახური



ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ