ყველა სპორტული სიახლე

"მაკაბი" - "ზენიტის" მატჩზე უეფამ ახალი წესი გამოიყენა (ვიდეო)

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შოთა არველაძის "მაკაბიმ" რუსული "ზენიტი" მიიღო და მეტოქეს 75-ე წუთამდე 3:0-ს ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ 3:4 დამარცხდა. 

შეხვედრის გარდამტეხი ეპიზოდი 82-ე წუთზე მოხდა, როცა რუსული კლუბის ფეხბურთელებს ერთი გოლი უკვე გაქვითული ჰქონდათ, "მაკაბის" მარჯვენა მცველს, ელაზარ დასას შეხვედრის სლოვაკმა მსაჯმა, ივან კრუჟლიაკმა, წითელი ბარათი უჩვენა და საჯარიმოში, "მაკაბის" კარიდან რამდენიმე მეტრში თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომელიც მაურისიომ გოლად აქცია.



 

არბიტრის აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა, თუმცა წესებში შესული ცვლილებების თანახმად, თუ ფეხბუთელმა თამაშის წესი უხეშად დაარღვია და მსაჯმა მისთვის ყვითელი ან წითელი ბარათის ჩვენება გადაწყვიტა, მაგრამ შემტევი გუნდის სახიფათო იერიში არ გააჩერა, თამაშის წესის დამრღვევ ფეხბურთელს ბარათი სათამაშო ეპიზოდის დასრულების შემდეგ უნდა მიეცეს. ხოლო, თუ ის ფეხბურთელი, რომელმაც თამაშის წესი დაარღვია, სათამაშო ეპიზოდში კვლავ ჩაერთვება და მეტოქეს საგოლე შეტევის დასრულებაში ხელს შეუშლის, ამ შემთხვევაში მსაჯმა თამაში უნდა გააჩეროს, ფეხბურთელს დამახსოვრებული ბარათი მისცეს და მატჩი თავისუფალი დარტყმით გააგრძელოს. 

აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით "მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ მატჩის შემდეგ ისაუბრა. 

"ვერ ვხვდები იმ წესის ლოგიკას, რის გამოც ფეხბურთელი გაგვიძევეს და ჩვენს კარში თავისუფალი დარტყმა დანიშნეს. ახალი წესის გამო მსაჯისგან ორამგი სასჯელი მივიღეთ. თუ არბიტრს ბარათის ჩვენება უნდოდა, მას თამაში უნდა გაეჩერებინა და ფეხბურთელი გაეძევებინა. ჩემთვის ეს ძალიან ცუდი დღე იყო", - აღნიშნა არველაძემ.

15.09.2016. Израиль, Нетания, стадион «Нетания» . Лига Европы УЕФА, групповой этап, 1-й тур, «Маккаби» — «Зенит». На снимке: Шота Арвеладзе, главный тренер ФК «Маккаби».

ფოტო: fc-zenit.ru

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები, საინტერესო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ