
თამაზ მჭედლიძის ლელო პრო დ2-ში
საქართველოს ნაკრების და „აჟენის“ 23 წლის შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ მორიგი ლელო მიითვალა, ამჯერად, პრო დ2-ში. ქართველის გუნდმა მეოთხე ტურში „ბიარიცს“ უმასპინძლა და 23:22 დაამარცხა. „აჟენი“ მატჩის ბოლომდე მარცხდებოდა, მჭედლიძის ლელომ კი დროულად მიუსწრო. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „ბორჯღალოსანთა“ შუამარბმა ლელო დადო, რასაც გარდასახვა და მასპინძელთა გამარჯვება მოჰყვა. აჟენელთა გამარჯვება ერთი-ორად არის დასაფასებელი, რადგან მატჩის მიწურულს 12 კაცით თამაშობდნენ. აღსანიშნავია, რომ მჭედლიძე გასულ სეზონში ტოპ-14-ში თამაშობდა და 6 ლელოც მიითვალა, თუმცა მისი „აჟენი“ პრო დ2-ში დაქვეითდა.