ყველა სპორტული სიახლე

ეროვნული ნაკრების მეკარემ ''დილაში'' ივარჯიშა

გორის „დილა“ განაგრძობს მზადებას „სამტრედიასთან“ 17 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის, რომელიც 16:30 წუთზე გაიმართება.

15 სექტემბერს კი გუნდთან ერთად ნუკრი რევიშვილმა ივარჯიშა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ამჟამად უგუნდოდაა.

რევიშვილმა ახლახანს განაახლა მზადება, რომელიც 2013-14 წლების სეზონში ასპარეზობდა გორის „დილაში“. გორელები მაშინ ევროპის ლიგის პლეი ოფამდე მივიდნენ, რაშიც თანაგუნდელებთან ერთად რევიშვილის დიდი დამსახურებაც გახლდათ.
ნუკრის „დილასთან“ ჯერჯერობით კონტრაქტი არ გაუფორმებია.

„დილას“ პრესსამსახური

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ