ყველა სპორტული სიახლე

ხეცურიანს მედლისთვის საბრძოლველად მეოთხედფინალში გამარჯვება დააკლდა

რიოში მიმდინარე პარაოლიმპიადაზე, რაპირით მოფარიკავე ქალთა ბე-კატეგორიის ტურნირზე ქართველი ირმა ხეცურიანიც გამოდიოდა, რომელმაც ჯგუფში ჯერ ბელორუს მაკრიცკასთან წააგო 2-5, შემდეგ ჩინელ იაო ფანთან დამარცხდა 3-5, რის შემდეგაც მომავალ პარაოლიმპიურ ჩემპიონ ვიო ბებესთან პირწმინდად 0-5 დათმო დუელი. სამი წაგების შემდეგ ირმამ ჰონკონგელ ჩონგ ჩანსა და გერმანელ ბრის ბატკეს შესაბამისად 5-4 და 5-2 აჯობა, რის შედეგადაც პლეი ოფში გასვლა მოახერხა.

მეოთხედფინალში ქართველი ეტლითმოფარიკავის მეტოქე კვლავ ჰონკონგელი ჩონგ ჩანი გახლდათ, რომელმაც ირმას, ჯგუფში მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აუღო და 15-5 დაამარცხა. ირმას ეს შეხვედრა რომ მოეგო, ნახევარფინალში გასვლას და მინიმუმ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებდა. საბოლოოდ საერთო მაჩვენებლებით ქართველ ეტლით მოფარიკავეს ირმა ხეცურიანს რიოს პარაოლიმპიადაზე 12 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი ერგო.

ოქროს მედლის მფლობელი კი იტალიელი ბიატრის ვიო გახდა. 19 წლის ვიო ბებემ ფინალში, ჩინელი ჟოუ ჯინგი დამაჯერებლად 15-7 დაამარცხა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულებს პარაოლიმპიური ოქროც შემატა.

პარალიმპური კომიტეტის პრესსამსახური

პარასპორტი, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ