ყველა სპორტული სიახლე

Kicker: შესაძლოა ბუნდესლიგაში ჰუფნაგელის დებიუტი კიოლნში შედგეს

დღეს 16 სექტემბერს ბუნდესლიგის მესამე ტურში “კიოლნი’’ შინ “ფრაიბურგს’’ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში შესაძლოა შედგეს ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ჰუფნაგელის დებიუტი ბუნდესლიგაში.

Kicker-ის მიხედვით ლუკას ჰუფნაგელი სამატჩო განაცხადში მოხვდება და შესაძლოა შტრაიხმა თამაშის საშუალება მისცეს, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჰუფნაგელის წარმატებულ თამაშს სარეზერვო გუნდის მასიურით.

22 წლის ნახევარმცველს “ფრაიბურგის’’ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია, რადგან მოსამზადებელი ეტაპისას ტრავმა მიიღო და ძირითად გუნდში ადგილი დაკარგა.

ამის გამო ჰუფნაგელი “ფრაიბურგის’’ სარეზერვო გუნდში რეგულარულად თამაშობს. ობერლიგის უკანასკნელ ტურში “ფრაიბურგის’’ სარეზერვო შემადგენლობამ სტუმრად 2:0 დაამარცხა “ზანდჰაუზენი.’’ ანგარიში პირველ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა.

მოთამაშე 75-ე წუთზე შეცვალეს.

ლუკამ მიმდინარე სეზონში ობერლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ