ყველა სპორტული სიახლე

პირველი ლიგა: ''მეშახტეს'' მორიგი გამარჯვება, ''მერანის'' და ''რუსთავის'' დაკარგული ქულები

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, პირველი ლიგის  მე-6 ტურის მატჩები გაიმართა.

ვანის “სულორმა’’ დრამატულ მატჩში დაამარცხა “გარდაბანი.’’ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გამოცდილმა ნიკა კვასხვაძემ გაიტანა.

წითელ ჯგუფში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი წალენჯიხაში შედგა, სადაც “სქური’’ შინ “გაგრას’’ დაუზავდა - 2:2.

მასპინძლებს ქულა 78-ე წუთზე ლაშა კუკავას გოლმა მოუტანა.

“ბორჯომმა’’ მეხუთე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა, კობა ქობესაშვილის გუნდმა “ზეინკლიშვილზე’’ “ჭიათურას’’ ორი უპასუხო გოლი გაუტანა - 2:0.

პირველ ლიგაში ერთადერთი მატჩი დასრულდა გოლების გარეშე, მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ’’ და “საპოვნელამ’’ ქულები გაიყვეს.

თეთრ ჯგუფში მორიგი გამარჯვება “მეშახტემ’’ მოიპოვა, გოგიჩაიშვილის გუნდიდან “კოლხეთს’’ ხინთიბიძემ და ჯობინაშვილმა გაუტანეს.

აღსანიშნავია ნიკოლოზ ხინთიბიძის შედეგიანი თამაში, მან  მე-6 მატჩში მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლევან პაპავას ჩამორჩება.

ამ გამარჯვების შემდეგ კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება.

''მეშახტეს'' უშუალო კონკურენტებმა ''მერანმა'' და ''რუსთავმა'' საშინაო მატჩები ფრედ დაასრულეს.

ახალი მთავარი მწვრთნელის, დავით ბურკაძის ხელში ''იმერეთმა'' გასვლით მატჩში ორი უპასუხო გოლი ''ლიახვს'' გაუტანა.

გამარჯვების გოლები მიხეილ კაკალაძემ და გიორგი ქუცურუამ გაიტანეს.

 

წითელი ჯგუფი

სულორი - გარდაბანი 2:1 (0:1)

ვანი, “გრიგოლ ნიკოლეიშვილი’’

გოლები: 0:1 გიორგი კაშია (5), 1:1 გიორგი ფირალაშვილი (61), 2:1 ნიკა კვასხვაძე (90)

სქური - გაგრა 2:2 (1:1)

წალენჯიხა, “საშა კვარაცხელია’’

გოლები: 1:0 ოლეგ ლუცენკო (ავტოგოლი 9), 1:1 თამაზ კიკაბიძე (24), 1:2 ლევან პაპავა (69), 2:2 ლაშა კუკავა (78)

ბორჯომი - ჭიათურა 2:0 (0:0)

ბორჯომი, “ჯემალ ზეინკლიშვილი’’

გოლები: 1:0 სერგი ქობესაშვილი (54), 2:0 დათა ციცხვაია (80)

ვიტ ჯორჯია - საპოვნელა 0:0

მცხეთა, “მცხეთა პარკი’’


თეთრი ჯგუფი

მეშახტე - კოლხეთი (ხობი) 2:0 (1:0)

ტყიბული, “ვლადიმერ ბოჭორიშვილი’’

გოლები: 1:0 ნიკოლოზ ხინთიბიძე (13), 2:0 ნოდარ ჯობინაშვილი (90)

მერანი - მარკ სტარსი 1:1 (1:0)

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა’’

გოლები: 1:0 ნიკოლოზ საბანაძე (30), 1:1 ბექა ქავთარაძე (51)

რუსთავი - ჩხერიმელა 2:2 (1:2)

რუსთავი, “ფოლადი’’

გოლები: 0:1 ნიკა ჭკუასელი (24),1:1 დათა სიჭინავა (26), 1:2 ხავიერ აკა (34), 2:2 ზვიად მეტრეველი (69)

ლიახვი - იმერეთი 0:2 (0:2)

გორი, “ქართლი’’

გოლები: 0:1 გიორგი ქუცურუა (4), 0:2 მიხეილ კაკალაძე (24)


ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ