ყველა სპორტული სიახლე

ქართველი პარალიმპიელის პირადი რეკორდი (ვიდეო)

რიოში მიმდინარე პარალიმპიადაზე, ქართველმა პარაწოლჭიმელმა აკაკი ჯინჭარაძემ საკუთარი შედეგი გააუმჯობესა.

აკაკიმ რიოში 155 კილოგრამი დაძლია და თავისი წინა შედეგი 5 კილოთი გააუმჯობესა.

97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯინჭარაძემ პირველ ცდაზე 150 კილო შეუკვეთა და წონა წარმატებით დაძლია, მეორე ცდაზე კი 155 კილო ასწია, თუმცა მსაჯებმა ხარვეზები შენიშნეს და ცდა არ ჩაუთვალეს.

ბოლო, მესამე გამოსვლაზე ჯინჭარაძემ აღნიშნული წონა მაინც დაძლია და მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო სამეულში შესვლა ვერ შეძლო მის წინაშე დასახული პროგრამა შეასრულა.

აკაკი პარაწოლჭიმში წელიწად ნახევარია რაც ჩაერთო და ამ ხნის განმავლობაში პირველ ჯერზე ნაჩვენები შედეგი 75 კილოთი გააუმჯობესა.

რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ