ყველა სპორტული სიახლე

ყაზაიშვილის დროებითი მთავარი მწვრთნელი ცნობილია

საფეხბურთო კლუბ ვარშავის “ლეგიას’’ წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი თანამდებობას დაემშვიდობა.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით 37 წლის ალექსანდარ ვუკოვიჩი შეასრულებს, რომელიც ჰასის ასისტენტად მუშაობდა.

ვუკოვიჩი 2001-04 და 2005-08  წლებში “ლეგიას’’ ფეხბურთელი იყო, ასევე თამაშობდა სერბულ და ბერძნულ კლუბებში.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელის ვაკო ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიასთან’’ სტუმრად განადგურდა, შემდეგ კი ექსტრაკლასში “ზაგლებიესთან’’ დამარცხდა.

ალექსანდარ ვუკოვიჩი

Image result for Aleksandar Vuković

ფოტო: legia.sport.pl

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ