ყველა სპორტული სიახლე

როისი: "ირლანდია წნეხის ქვეშ ითამაშებს"

გერმანიის ნაკრების შემტევმა, მარკო როისმა ირლანდიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ირლანდია წნეხის ქვეშ ითამაშებს. მეტოქე მესამე პოზიციაზე იმყოფება და ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ მოსახვედრად მოგება სჭირდება, რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. შეტევაში მეტი თავისუფლება გვექნება. თუმცა, შესაძლოა, მეტოქემ დაცვასაც დიდი ყურადღება დაუთმოს" - განაცხადა როისმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელებთან მატჩის შემდეგ გერმანელები შესარჩევი ციკლის უკანასკნელ ტურში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთი, ავტოსპორტი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ