ყველა სპორტული სიახლე

ზედიზედ მეოთხედ ევროპაზე - რა უნდა ვიცოდეთ საიუბილეო ევრობასკეტზე?

ევრობასკეტი 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროში გამარჯვებით ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულდა და კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. 

FIBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა შესარჩევი ეტაპის შემაჯამებელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი ილიას ზუროსის გუნდზეცაა. 

"საქართველოსა და მონტენეგროს დუელი განსაკთრებული სანახაობა, ნამდვილი საკალთბურთო სიზმარი იყო. განსაკუთრებით მონტენგეროში გამართული მეორე მატჩი, რომელიც ძალიან ხარისხიანი გამოდგა. ზაზა ფაჩულიას და ნიკოლა ვუჩევიჩის დუელი, მაიკლ დიქსონის და ნემანია ვრანიეშის სამიანების დაპირისპირება, ვიქტორ სანიკიძის შესანიშნავი ტყორცნა და ბოგდან ტანიევიჩის სამწვრთნელო დაპირისპირება ილიას ზუროსთან. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი შესანიშნავი მატჩით დასრულდა. მშვენიერი რეპეტიცია ერთი წლის შემდეგ გასამართ ევრობასკეტამდე", - წერს FIBA-ს ვებგვერდი.



საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა ის 24 გუნდი, რომლებიც მომავალ წელს პირველობისთვის იბრძოლებენ. 2017 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატები 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება. მას შემდეგ რაც უკრაინამ 2015 წლის ევრობასკეტი ვერ მიიღო, ფიბამ უკრაინელებს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2015 წლის ჩემპიონატის მსგავსად, უახლოესი ევრობასკეტიც ერთადროულად 4 ქვეყანაში გაიმართოს. ამჯერად ტურნირს ისრაელი, თურქეთი, ფინეთი და რუმინეთ უმასპინძლებენ. თამაშები 4 ქალაქის 5 არენაზე გაიმართება. აღსანიშანვია, რომ რუმინელებმს კონტინენტის ჩემპიონატზე 1987 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. 

ჩამოთვლილი 4 მასპინძელი ქვეყნის გარდა, 2017 წლის საიუბილეო, რიგით მე-40 ევრობასკეტზე თამაშის უფლება გასულ ევროპის ჩემპიონატზე პირველ 9 პოზიციაზე გასულმა გუნდებმა დაიბევეს: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია და ხორვატია. 

რამდენიმე დღის წინ დასრულებულ საკვალიფიკაციო ეტაპიდან კი საგზურები მოიპოვეს: რუსეთმა, ბელგიამ, უნგრეთმა, სლოვენიამ, მონტენეგრომ, გერმანიამ, პოლონეთმა, ისლანდიამ, დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ

24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც 4 საუკეთესო ასპარეზობას პლეი ოფში, 1/8-ფინალური სტადიიდან გააგრძელებს, სადაც გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან და პირველობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. 


ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2016 წლის 22 ნოემბერს, თურქეთში შედგება, სადაც ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებთან ერთად, ტურნირის ფინალური ნაწილიც გაიმართება. სწორედ სტამბოლში გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი ის ქვეყანაც, სადაც საქართველოს ნაკრები გამართავს ჯგუფური ეტაპის მატჩებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმატით გაიმართება წილისყრა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფიბა არსებულ რეიტინგს გაითვალისწინებს, საქართველო ბოლო კალათაში მოხვდება და შედარებით ძლიერ გუნდებთან გაარკვევს ურთიერთობას. 

 

კალათბურთი, საქართველო, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ