ყველა სპორტული სიახლე

ჰუფნაგელის გუნდის მეორე გამარჯვება ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში ''ფრაიბურგმა'' მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ლუკას ჰუფნაგელის გუნდმა საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ჰამბურგი.''

გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე მიუნხენის ''ბაიერნის'' ყოფილმა ფორვარდმა ნილს პეტერსენმა გაიტანა, რომელიც 69-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 1 წუთში შეძლო თავის გამოჩენა.

''ფრაიბურგის'' სამატჩო განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა ქართველი ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ოფიციალურ მატჩებს სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ატარებს, რომელიც რანგით მე-5 ლიგაში, ობერლიგაში ასპარეზობს.

18-გუნდიან ბუნდესლიგაში ''ფრაიბურგი'' 6 ქულით მე-8 ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ