ყველა სპორტული სიახლე

საოცარი ისტორია დანიიდან

დანიის საფეხბურთო ჩემპიონატში მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ''კოპენჰაგენისა'' და ''ბრონდბიუს'' დაპირისპირება შედგა.

მატჩის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელები თამაშისთვის ემზადებოდნენ ''ბრონდბიუს'' ფეხბურთელმა კამილ ვილჩეკმა ბურთი ''ბრონდბიუს'' ქომაგ დევიდ ნილსენს თავში გაარტყა.

გულშემატკივარს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოკვლევის შემდეგ კი ტვინში კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა.

დევიდ ნილსენი: ''სიტყვები არ მყოფნის. ამ ფაქტის გარეშე ვერ გავიგებდი ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ. დიდი მადლობა სამედიცინო შტაბს და გულშემატკივრებს, ვინც დარტყმის მომენტში ჩემთან ახლოს იყო.

ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი სიცოცხლის შენარჩუნება. სიტყვები არ მყოფნის, მიჭირს საუბარი, მათი მადლიერი ვარ სამუდამოდ. მადლობა ყველას.

ამჟამად ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ ვიმყოფები.''

ფეხბურთი, ევროპა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ