ყველა სპორტული სიახლე

მინისტრი ახალგაზრდა ძალოსნებს შეხვდა (ვიდეო)

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებულ ახალგაზრდა ქართველ ძალოსნებს მათ მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს, 21 სექტემბერს  ქართული სპორტის მუზეუმში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული გამარჯვება საზეიმო ვითარებაში მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ქალაქ ნოვი ტომისლში გამართულ ევროპის ასაკობრივ პირველობაზე 15 და 17 წლამდელთა შორის, ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ორჭიდის ჯამში, ევროპის ჩემპიონის ტიტული 17 წლამდელთა შორის ირაკლი ჩხეიძემ მოიპოვა. 94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ჯამში 332 კგ. დაიმორჩილა. ასევე ორჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ  გურამ გიორბელიძე (56 კგ) და არჩილ მალაყმაძე (62 კგ), ხოლო 15 წლამდელთა შორის თორნიკე ტაბატაძე (+ 94 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ედუარდ კაკაბაძე (69 კგ).

ორჭიდისა და ასევე მცირე მედლების გათვალისწინებით, ჯამში ქართველმა ახალგაზრდებმა 15 მედალი - 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს.

www.msy.gov.ge

საინტერესო, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ