ყველა სპორტული სიახლე

''დინამო თბილისის'' ყოფილი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბ “ლეიტონ ორიენტის’’ შემადგენლობაში “დინამო თბილისის’’ ყოფილი ფეხბურთელი იენს იანსე ჩაირიცხა. ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

''ლეიტონ ორიენტი'' ინგლისის ლიგა 2-ში ასპარეზობს, რომელიც რანგით მეოთხე ლიგაა.

ჰოლანდიის 19 და 21 წლამდე ნაკრებების ყოფილი მცველი იანსე “დინამოს’’ შემადგენლობაში 2014 წელს თამაშობდა, 2013-14 წლების სეზონის მეორე ნახევარში ქართული კლუბის მაისურით 4 მატჩი ჩაატარა, გარკვეული პერიოდი კი ტრავმის გამო გაუცდა.

საბოლოო ჯამში იენსეს ასპარეზობა ''დინამოს'' შემადგენლობაში წარუმატებელი გამოდგა, თუმცა კარიერის ორი ტიტული სწორედ საქართველოში თამაშისას მოიპოვა, გახდა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი.

“ვილემისა’’ და “ბრედას’’ ყოფილი წევრი “დინამოში’’ გადმოსვლამდე ესპანური “კორდობასთვის’’ თამაშობდა, უკანასკნელი ორი სეზონი კი იტალიის სერია ბ-ს “ტერნანაში’’ გაატარა. 30 წლის ჰოლანდიელი ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

იანსე ''დინამოს'' ბაზაზე






იენსეს პირველი ინტერვიუ ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ



ფოტო: fcdinamo.ge / leytonorient.com

ვიდეო: leytonorient.com

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ