ყველა სპორტული სიახლე

"სიტის" მიერ დაწუნებული მარკუს მორისონი კრივში ჩემპიონი გახდა

მარკუს მორისონმა ოცნება აისრულა და პროფესიონალი სპორტსმენი გახდა. 

11 წლის ასაკში მორისონს ფეხბურთელობა სურდა და საყვარელი კლუბის, "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში ჩააბარა, თუმცა 5 წლის შემდეგ მას უთხრეს, რომ აკადემიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. გულდაწყვეტილმა მარკუსმა გადაწყვიტა, რომ სხვა კლუბში არ გადავიდოდა და ძალებს კრივში მოსინჯავდა.

ამჟამად ის 23 წლისაა და უკვე ორი წელია, რაც პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობს. მის ანგარიშზე კი 12 ბრძოლაში მოპოვებული 9 გამარჯვებაა. 

მორისონი საშუალო წონაში ასპარეზობს და WBC International Silver-ის ვერსიით ჩემპიონიც გახლავთ. 

შაბათს, 24 სექტემბერს, მარკუსი მანჩესტერ არენაზე, სადაც ერთ თვეში ვლადიმირ კლიჩკო იბრძოლებს, საჩემპიონო ქამარს დაიცავს. 

ფეხბურთი, ევროპა, სხვადასხვა, კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ