ყველა სპორტული სიახლე

უმწვრთნელო კლუბი, რომელსაც გულშემატკივრები მართავენ

"იუნაიტედ ლონდონი" მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელმაც უმწვრთნელოდ გადაწყვიტა ასაპრეზობა. 

ახალი გუნდი, რომელშიც თვლიან, რომ მწვრთნელი უბრალოდ არ სჭირდებათ, ინგლისის რანგით მე-12 დივიზიონში ასპარეზობს, მის სასტარტო შემადგენლობას კი გულშემატკივრები ადგენენ. 

"ლონდონის" ისტორია მიმდინარე სეზონში დაიწყო და გუნმა ამ დროისთვის ესექსის გაერთიანებულ ლიგაში მხოლოდ რამდენიმე მატჩის გამართვა მოასწრო, თუმცა კლუბის ფეხბურთელებს შორის უკვე შესაძლებელია რამდენიმე საინტერესო პერსონაჟის გამორჩევა. 18 წლის მერიზელ ჟოზე-ბაზომო "ბოლტონში" და "მანჩესტერ სიტიში" ისინჯებოდა. 26 წლის ჟორჟეს კეტოკა კი ბელგიის მესამე დივიზიონის კლუბის ღირსებას იცავდა. ბრენდონ მაკარტი "კრისტალ პელასის" აკადემიის აღზრდილია, ბენ ბლექსი კი ქპრ-ს და "საუთჰემპტონის" ყოფილი შემტევია. "ლონდონის" მთავარი ვარსკვლავი კი ჟერმელ ჟნო-ბაპტისტია, რომელმაც Nike-ის კონკურსში აარონ ლენონს გაასწრო და დიდი ბრიტანეთის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. 

ჩამოთვლილი ფეხბურთელები ერთად კლუბის მფლობელმა, მარკ ნორფმა შეკრიბა რამდენიმე ტესტ-მატჩის შემდეგ, რომლებიც ლონდონის გარეუბანში გაიმართა. ნორფის თქმით, "ლონდონი" იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც გარკვეულ მიზეზთა გამო კარიერა არ აეწყოთ, მეორე შანსს აძლევს. 

"ლონდონში" ხვდებოდნენ, რომ ქალაქში, სადაც უამრავი წარმატებული კლუბია, ფანების მოპოვება რთული იქნებოდა. ამიტომ, შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, რომლის დახამრებითაც ლონდონელები გულშემატკივრებს ვირტუალურ სივრცეში იძენენ. "იუნაიტედს" უკვე 2000-მდე ფანი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამ მაჩვენებლით ლიგაში საუკეთესოც არის. 

მთავარი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობის შესახებ კი მარკ ნორფმა New York Times-სთან ისაუბრა: 

"მეუღლესთან ერთად მორიგ სატელევიზიო რეალითი-შოუს ვუყურებდით, როცა კლუბის შემქნის იდეა დამებადა. რეალითი-შოუც და ფეხბურთიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მეც მათი გაერთიანება გადავწყვიტე. ჩვენი კლუბი Fantasy Football-ის მსგავსად მუშაობს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ გულშემატკივრები რეალურ გუნდს მართავენ. ფანებს მოთამაშეების მომზადების დონეზე სრული ინფორმაცია ეძლევათ და ამის შემდეგ ისინი შემადგენლობას ჩვენი საიტის მეშვეობით ირჩევენ. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ გულშემატკივრებს ვარჯიშების ჩატარების და მატჩების მიმდინარეობისას ცვლილებების განხორციელების საშუალება მივცეთ. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა კლუბმაც მისცეს ინგლისს ჯეიმი ვარდის დონის ფეხბურთელი", - აღნიშნა ნორფმა. 

alt

 

ფეხბურთი, ევროპა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2022 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ