ყველა სპორტული სიახლე

აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ტურნირი გაიხსნა

25 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით “აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ტურნირი“ ოფიციალურად გაიხსნა.

გათამაშებაში, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაიმართება, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულის ვინაობა 26 სექტემბერს, 13:00 გაირკვევა.

ტურნირის გახსნით მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო და გუნდებს წარმატებები უსურვა. 

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო. ეროვნული პირველობა ამ ფორმატით პირველად ტარდება და ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარულ ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სფფ-ის პრესსამსახური

ფეხბურთი, საქართველო, საინტერესო

არქივის კალენდარი

2022 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ