ყველა სპორტული სიახლე

იმერული კლუბების ლიდერობა უმაღლეს ლიგაში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის პირველი წრე დასრულდა.

წითელ ზონაში “სამტრედიამ’’ შინ 1:0 დაამარცხა “ზუგდიდი.’’

ცეცაძის გუნდს გამარჯვება ლაშა შერგელაშვილის გოლმა მოუტანა.

“სამტრედიამ’’ პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა და 2 ქულით გაასწრო ბათუმის “დინამოს.’’

გორის “დილა’’ მესამეზე გავიდა. მე-6 ტურში უჩა სოსიაშვილის გუნდმა კოფი დან კოვას გოლით ფოთში “კოლხეთი’’ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე ფოთელთა ფეხბურთელმა ომარ გოგონაიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

თეთრ ჯგუფში პირველ წრის შემდეგ პირველ ადგილზე “ჩიხურა’’ გავიდა, რომელმაც “მესხზე’’ 2:1 დაამარცხა “ცხინვალი.’’

ტატანაშვილმა ანგარიში პირველ წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში გორგიაშვილმა ანგარიში გაზარდა, ერთადერთი საპასუხო გოლი კარგ ფორმაში მყოფმა ჯაბა დვალმა გაიტანა.

თბილისის “ლოკომოტივმა’’ სტუმრად დაამარცხა ქობულეთის “შუქურა.’’ გამარჯვების გოლი ‘’ბასტიას’’ ყოფილმა შემტევმა ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით ''ლოკომოტივმა'' მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

უგოლოდ დასრულდა დღის ცენტრალური მატჩი ''დინამო თბილისსა'' და ქუთაისის ''ტორპედოს'' შორის.

 

წითელი ჯგუფი

სამტრედია - ზუგდიდი 1:0

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე’’

გოლი: 1:0 ლაშა შერგელაშვილი (72)

ფოთის კოლხეთი - დილა 0:1 (0:1)

ფოთი, “პარკი არენა’’

გოლი: 0:1 კოფი დან კოვა (34)

90-ე წუთზე “კოლხეთის’’ ფეხბურთელმა ომარ გოგონაიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

1 Previous rank: 2 6 4 2 0 12 5 +7 14    
2 Previous rank: 1 6 3 3 0 11 2 +9 12    
3 Previous rank: 5 6 3 0 3 10 9 +1 9    
4 Previous rank: 3 6 3 0 3 4 8 -4 9    
5 Previous rank: 4 6 2 2 2 6 6 +0 8    
6   6 1 1 4 7 11 -4 4    
7   6 1 0 5 3 12 -9 3

თეთრი ჯგუფი

შუქურა - ლოკომოტივი 0:1 (0:0)

ქობულეთი, “ჩელე არენა’’

გოლი: 0:1 ლუკა კიკაბიძე (69)

ცხინვალი - ჩიხურა 1:2

თბილისი, “მიხეილ მესხი’’

გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (1), 0:2 თორნიკე გორგიაშვილი (69), 1:2 ჯაბა დვალი (82)

დინამო თბილისი - ქუთაისის ტორპედო 0:0


1   6 4 1 1 12 6 +6 13    
2 Previous rank: 3 6 3 2 1 7 5 +2 11    
3 Previous rank: 2 6 2 4 0 8 3 +5 10    
4   6 2 2 2 5 7 -2 8    
5   6 1 3 2 4 6 -2 6    
6   6 1 1 4 8 12 -4 4    
7   6 0 3 3 3 8 -5 3

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ