ყველა სპორტული სიახლე

შოთა არველაძის გუნდის შთამბეჭდავი გამარჯვება, ჩაჩუას გოლი და გაძევება

ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის “მაკაბიმ’’ შინ 5:0 დაამარცხა თელ ავივის “აპოელი.’’

14-გუნდიან ლიგას ქართველი მწვრთნელის გუნდი 16 ქულით ლიდერობს.

უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში ოდესის “ჩერნომორეცი’’ შინ “დნიპროს’’ დაუზავდა - 0:0.

“ჩერნომორეცის’’ შემადგენლობაში დავით ხოჭოლავამ სრულად ითამაშა.

12-გუნდიან ლიგაში “ჩერნომორეცი’’ 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

უკრაინის ჩემპიონატში “ოლექსანდრიამ’’ შინ 3:2 დაამარცხა “კარპატი.’’

“კარპატის’’ შემადგენლობაში ამბროსი ჩაჩუა 44-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

სტუმართაგან მეორე გოლი 45-ე წუთზე ამბროსი ჩაჩუამ გაიტანა და სტუმრები დააწინაურა - 1:2.

მეორე ტაიმში 53-ე წუთზე ჩაჩუამ ყვითელი ბარათი მიიღო, 78-ე წუთზე კი მოედნიდან გააძევეს.

12-გუნდიან ჩემპიონატში “კარპატი’’ -1 ქულით ბოლო ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ