ყველა სპორტული სიახლე

ყენიას გუნდის გამარჯვება პრაღულ დერბიში, კვეკვესკირის გუნდის დაუმარცხებელი სერია

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში “გაბალამ’’ სტუმრად 2:0 დაამარცხა “ზირა.’’

ნიკა კვეკვესკირს გამარჯვებულთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია.

''გაბალას'' მიმდინარე სეზონის გათამაშებაში მარცხი არ განუცდია.

8-გუნდიან ლიგაში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 16 ქულით პირველ ადგილზეა.

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში პრაღის “სლავიამ’’ სტუმრად 2:0 დაამარცხა პრაღის “სპარტა.’’

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ლევან ყენიას ტრავმის გამო არ უთამაშია.

16-გუნდიან ლიგაში “სლავია’’ 12 ქულით მე-5 ადგილზეა.

პორტუგალიის ელიტარ ლიგაში “მორეირენსე’’ შინ 0:1 დამარცხდა “გიმარაეშთან.’’

“მორეირენსეს’’ ქართველმა მეკარე გიორგი მაკარიძემ მატჩი სრულად ჩაატარა, 32-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

18-გუნდიან ლიგაში “მორეირენსე’’ 4 ქულით მე-15 ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ