ყველა სპორტული სიახლე

''სამგურალის'' გამარჯვება ცენტრალურ მატჩში, ''გარდაბანის'' მორიგი მარცხი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, პირველი ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მე-7 ტურში “ვიტ ჯორჯიამ’’  სტუმრად დაამარცხა “გარდაბანი.’’

გამარჯვების გოლი მე-60 წუთზე შოთა დავლაშელიძემ გაიტანა.

''გარდაბანმა'' მე-6 მატჩი ჩაატარა და მე-6 მარცხი განიცადა.

“ვიტ ჯორჯია’’ წითელ ჯგუფს 13 ქულთ ლიდერობს.

მეორეადგილოსანმა “ოდიშმა’’ შინ 2:1 დაამარცხა “სულორი.’’

“ოდიში’’ 15 ქულით მეორე ადგილზეა.

“საპოვნელამ’’ მესამე მატჩი წააგო, ამჯერად შინ 0:1 დამარცხდა “სქურთან.’’

თეთრ ჯგუფში “სამგურალმა’’ ცენტრალურ მატჩში უშუალო კონკურენტი “მეშახტე’’ დაამარცხა (1:0)

გამარჯვების გოლი საწყის წუთებში მამუკა ღონღაძემ ჩაიწერა აქტივში.

მარტვილის “მერანმა’’ სტუმრად 3:1 დაამარცხა “იმერეთი.’’

გამარჯვებულთაგან აკაკი შულაიამ დუბლი შეასრულა.

“რუსთავმა’’ 2:1 დაამარცხა “მარკ სტარსი.’’

რუსთაველთაგან მერაბ გიგაურმა და ზვიად მეტრეველმა გამოიჩინეს თავი.

ერთადერთი საპასუხო გოლი გიორგი კოკოზაშვილის ანგარიშზეა.

წითელი ჯგუფი

გაგრა - ბორჯომი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 ლევან ქურდაძე (6, 88)

გაძევება: ოლეგ ლუცენკო (გაგრა 90)

საპოვნელა - სქური 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი პაჭკორია (78)

გარდაბანი - ვიტ ჯორჯია 1:2

გოლი: 1:0 გოჩა კვარაცხელია (პენ 44), 1:1 გიორგი კალანდია (56), 1:2 შოთა დავლაშელიძე (60)

ოდიში - სულორი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 აკაკი ფარჯიკია (3), 1:1 გიორგი ფირალაშვილი (6), 2:1 გიორგი ცაგარეიშვილი (პენ 39)

თეთრი ჯგუფი

მარკ სტარსი - რუსთავი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მერაბ გიგაური (44), 0:2 ზვიად მეტრეველი (56), 1:2 გიორგი კოკოზაშვილი (62)

ფოთის კოლხეთი - ლიახვი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 გიორგი კერუმაშვილი (14), 1:1 ოთარ ფიფია (33), 2:1 გიგა წურწუმია (48), 3:1 ცოტნე ბუკია (პენ 90)

იმერეთი - მერანი 1:3 (1:3)

გოლები: 0:1, 1:2 აკაკი შულაია (55, 65), 1:1 კება მარონგი (57), 1:3 ლაშა ჩალაძე (71)

სამგურალი - მეშახტე 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მამუკა ღონღაძე (16)

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ