ყველა სპორტული სიახლე

სხირტლაძის გოლები, ჯილდო და გამარჯვება (ფოტო, ვიდეო)

დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში “სილკებორგმა’’ შინ 5:3 დაამარცხა “ოლბორგი.’’

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა დავით სხირტლაძემ დუბლი შეასრულა, მან მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, 51-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახდა.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი სხირტლაძე 65-ე წუთზე შეცვალეს.

14-გუნდიან ლიგაში “სილკებორგი’’ 10 ქულით მე-12 ადგილზეა.

სხირტლაძის პირველი გოლი - 0:32-დან

სხირტლაძის მეორე გოლი - 0:52-დან



23 წლის ქართველ შემტევს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა.

Billede fra Silkeborg If Invest A/S

სხირტლაძის პირველი გოლის ეპიზოდი, როცა მან თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.









''სილკებორგის'' ფეხბურთელებმა გამარჯვება ტრადიციული სიმღერით აღნიშნეს.


ფოტო/ვიდეო: silkeborgif.com

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 თებერვალი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ