ყველა სპორტული სიახლე

შოთა არველაძე:''შესაძლოა ირლანდიელებთან დაპირისპირება გადამწყვეტი აღმოჩნდეს''

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “დანდოლკი’’ შინ თელ-ავივის “მაკაბის’’ უმასპინძლებს.

“მაკაბის’’ მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

შოთა არველაძე:''უეფას ევროპა ლიგაზე ''დანდოლკთან'' მნიშვნელოვანი მატჩი გველის. შესაძლოა მათთან დაპირისპირება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, რადგან მომდევნო მატჩს ჰოლანდიაში, ''ალკმაარის'' წინააღმდეგ ჩავატარებთ. ირლანდიელებს კარგი გუნდი ჰყავთ, მათ რამდენიმე მატჩს ვუყურე და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. მაქსიმალურად ვეცდებით საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.''

აღნიშნული საფეხბურთო მატჩი დღეს, 29 სექტემბერს თბილისის დროით 23 საათსა და 5 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, შოთა არველაძის გუნდმა პირველ ტურში საკუთარ მოედანზე სანქტ-პეტერბურგის ''ზენიტთან'' 3:4 წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ 76-ე წუთამდე "მაკაბი'' 3:0-ს ამარცხებდა მეტოქეს, ლუჩესკუს გუნდმა დარჩენილ დროში 4 გოლი გაიტანა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ