ყველა სპორტული სიახლე

ქართველი კარატისტების მორიგი გამარჯვება

თურქეთის ქალაქმა რიზემ 23-25 სექტემბერს შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების საერთაშირისო ჩემპიონატს უმასპინძლა კარატეში. საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ამჯერადაც ჯეროვანი ნაკრები წარადგინა და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია ესოდენ ტიტულოვან ჩემპიონატში.

„შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების ჩემპიონატში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც 2000-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოდა პირველობისთვის. შეჯიბრი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა, მათ შორის ვეტერანებშიც. ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში მას შემდეგ, რაც კარატე ოფიციალურად ოლიმპიური სახეობა გახდა. აქვე უნდა აღვნიშნო მადლიერების გრძნობით, რომ რიზეს მერიამ და სპორტის სამსახურმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა მსოფლიო დონის დარბაზში. შეჯიბრს ასევე ესწრებოდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები.

ჩვენი ფედერაცია აგრძელებს შემდეგი ღონისძიებების გამართვას და უახლოესი იქნება მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონის შიდა ჩემპიონატი, რომელშიც 500-ზე მეტი კარატმენი იასპარეზებს ყველა ასაკში და ეს უკვე წარმატების საწინდარია, რადგან ერთ რაიონში ამდენი სპორტსმენი გვეზრდება. ჩემპიონატი ემსახურება რაიონის  სპორტულ განვითარებასა და დადებითი შედეგების მიღწევას. აქვე მინდა დავამატო, რომ ნაძალადევის რაიონულ ჩემპიონატზე ველოდებით რიზედან სპორტსმენებსა და ქალაქის მერიას, სპორტის სამსახურს და სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებთანა ჩვენ გავაფორმებთ ოფიციალურ სათანმშრომლო მემორანდუმს კარატეს განვიტარებასა და ჯანსაღი მომავლის აღზრდის საკითხებში. ამ საკითხს სათავე დაუდო თავისი ერთგული თანამშრომლობით ნაძალადევის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა დავით გოგიძემ. ასევე აღნიშნულ ჩემპიონატს დაესწრება საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია“, – განაცხადა რიზედან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

შედეგები:

II ადგილი: ბიწკინაშვილი ანრი 16-17  (-76კგ.); თურმანიძე თამუნა 16-17 (+59კგ.);  ხუციშვილი გიორგი +18  (-84კგ.); გოჩიტაშვილი თამაზი +18 (-75კგ.); ვეფხვაძე გივი 12-13 (+40კგ.); სულამანიძე ირაკლი 12-13(-40კგ.); დარციმელია გოგიტა (ვეტერანები); III ადგილი: ტყვაცირია ალექსანდრე 14-15  (-52კგ.); ბელიავსკი ნიკიტა 16-17 (-68კგ); ჭურღულია ირაკლი  16-17 (-76კგ); ჩავლეიშვილი საბა 10-11 (+45კგ); გუნდური: საქართველოს გუნდიA16-17: ბიწკინაშვილი ანრი, კუჩერენკო ვიტალი, აბუაშვილი შოთა; საქართველოს გუნდი 16-17: ბელიავსკი ნიკიტა, ჭურღულია ირაკლი, გიორგაძე ზურა, ტყვაცირია ალექსანდრე.

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია

საინტერესო, კარატე

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ