
მოხევიშვილის სამწლიანი კონტრაქტი ესპანურ კლუბთან
20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლადო მოხევიშვილმა ესპანურ საფეხბურთო კლუბ “ალბასეტესთან’’ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინფორმაცია ფეხბურთელმა MySports.Ge-სთან საუბარში დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ ლადომ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ლადო მოხევიშვილი საფრანგეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის იხმო.
ასევე გეტყვით, რომ ლადომ ''ალბასეტეს'' ძირითადი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი მიმდინარე სეზონში ესპანეთის თასზე ჩაატარა.