ყველა სპორტული სიახლე

ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს


29 სექტემბერს, სამინისტროში ჩატარდა მშვილდოსნობის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. მოქმედმა პრეზიდენტმა და ერთადერთმა კანდიდატმა ხათუნა ნარიმანიძემ განვლილ წლებში გაწეული საქმიანობა შეაფასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

მოგვიანებით, ხმის მიცემის მქონე სუბიექტებმა ნარიმანიძეს მხარი ერთხმად დაუჭირეს და პრეზიდენტად მომდევნო 4 წლის ვადით აირჩიეს. 14 სუბიექტიდან არჩევნებს 13 დაესწრო და ნარიმანიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ფედერაციის გენერალურ მდივნად დარჩა დავით ლეკვეიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა მაჩაიძე იქნება, ვიცე-პრეზიდენტები არტემ სანიშვილი და რეგიონებიდან ბადრი ვარშანიძე. 

www.msy.gov.ge

მშვილდოსნობა‎

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ