ყველა სპორტული სიახლე

ლევან გვანცელაძე: ''პირველი გოლის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა''

უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში დინამო თბილისი საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

დინამო არენაზე გამართულ დაპირისპირებაში ალმათის ''კაირათმა'' 3:0 მოიგო.

ანგარიში 55-ე წუთზე კოტოვმა გახსნა. ყაზახმა ფეხბურთელმა დინამოს მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მატჩის დასრულების შემდეგ ''დინამო თბილისის'' 19-წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან გვანცელაძემ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა სერგეი ლაბოდოვსკი, ''კაირათის'' 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ფოტო/ვიდეო: Fcdinamo.ge

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები, ვიდეო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ