
მერსედესი ფორმულა 1-ის ძრავით აღჭურვილ სერიულ ავტომობილს გამოუშვებს
პარიზის 2016 წლის ავტოსალონზე, მერსედესის წარმომადგენელმა, ახალი ავტომობილის შექმნაზე გააკეეს განცხადება.
ამ დროისთვის, მომავალი სუპერქარის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა კონცერნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ტომას ვებერმა განაცხადა, რომ ავტომობილის ძრავში და გადაცემათა კოლოფში ფორმულა 1-ის ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.
„ჩვენი შემდეგი პროექტი უკვე მუშვდება. AMG-ს სერიის ყველა დროის ყველაზე მძლავრი ავტომობილის შექმნას ვაპირებთ, ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა ვებერმა.
ესქსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი ავტომობილი გაყიდვაში 2017 წელს გამოვა.