
ხიზანიშვილის გუნდის ფრე დერბიში
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-7 ტურში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა’’ საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ “ზირასთან’’ ფრედ ითამაშა (1:1).
ბაქოურ დერბიში გამოცდილმა ქართველმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა “ინტერის’’ შემადგენლობაში სრულად ითამაშა.
მასპინძლებმა 22-ე წუთზე გახსნეს ანგარიში, თავი რამაზანოვმა გამოიჩინა.
მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე იგბეკოიმ წონასწორობა აღადგინა - 1:1.
8-გუნდიან ჩემპიონატს “გაბალა’’ 16 ქულით ლიდერობს და 1 ქულით უსწრებს “ინტერს,’’ რომლის მთავარი მწვრთნელი ქართველი ზაურ სვანაძეა.