ყველა სპორტული სიახლე

რიო 2016 - საქართველო ისტორიული შედეგის მქონე ქვეყნების სიაში

რიო-დე-ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ხუთმა ქვეყანამ პირველად მოიპოვა ოქროს მედლები.

ბრაზილიაში, თავისი ქვეყნისთვის პირველი პარალიმპიური ოქროს მოპოვება ყაზახეთის, მალაიზიის, უზბეკეთის, ვიეტნამის და საქართველოს წარმომადგენლებმა შეძლეს, რასაც მსოფლიოს პარალიმპიური კომიტეტის ვებგვერდმა სპეციალური სტატია მიუძღვნა. 

"საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე მესამედ ასპარეზობდა და რიოში პირველი მედალი მოიპოვა. ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური (90 კგ) ფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ოლექსანდ ნაზარენკოს გაუმკლავდა და პარალიმპიური ოქრო მოიგო", - ნათქვამია სტატიაში.

zviad gogotchuri rio paralympics-ის სურათის შედეგი

ყაზახეთისთვის პირველი ოქროს მედალი მოცურავე ზულფია გაბიდულინამ მოიპოვა, ძალოსანი ვან კონგ ლი კი ვიეტნამის ისტორიული წარმატების მთავარი შემოქმედი გახდა. მალაიზიური სპორტის ისტორიაში ღირსშესანიშნავი თარიღი გახდა 10 სექტემბერი, როდესაც მოცურავეებმა მუჰამედ რიდზუანმა და მუჰამედ პუზიმ 1-საათიანი ინტერვალით მოიგეს ქვეყნისთვის პირველი ოქროს მედლები. 

უზბეკეთის პარალიმპიურმა დელეგაციამ, რომელსაც აქამდე ოლიმპიური ოქრო არ ჰქონია, რიოს თამაშები უმაღლესი სინჯის 8 მედლით დატოვა. 3 მედალი ძიუდოისტებმა, შერზოდ ნამოზოვმა, უტკირჯონ ნიგმატოვმა და ადილჯან ტულედიბაევმა მოიპოვეს. ამდენივე მედალია მძლეოსნების, ხუსნიდინ ნორბეკოვის, ალექსანდრ სვეჩნიკოვისა და ნოზიმაკონ კაიუმოვას ანგარიშზე. დარჩენილი ორი ოქრო კი მოცურავეებმა, ფორდავსბეკ მუსაბეკოვმა და ფორიმაკონ ამილოვამ მოიპოვეს. 

რიო პარალიმპიადაზე პირველი მედლების მოპოვება შეძლეს კაბო ვერდეს, მოზამბიკის, ყატარისა და უგანდას წარმომადგენლებმა.

სხვადასხვა, დღის სიახლე, რიო 2016

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ