ყველა სპორტული სიახლე

პირველი ლიგა: უხვგოლიანი მატჩები მცხეთასა და გორში

საქართველოს პირველი ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება.

წითელ ჯგუფში ''ვიტ ჯორჯიამ'' მე-7 მატჩში მე-5 გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად თენგიზ კობიაშვილის გუნდმა ''მცხეთა პარკზე'' 6:0 დაამარცხა ''ოდიში.''

''ვიტ ჯორჯიას'' მსგავსად გამარჯვება მოიპოვა მეორეადგილოსანმა წალენჯიხის ''სქურმა,'' რომელმაც საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა აუტსაიდერი ''გარდაბანი.''

''გარდაბანი'' ერთადერთი გუნდია პირველ ლიგაში, რომელმაც ყველა მატჩში მარცხი განიცადა.

დღის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გორში შედგა. თეთრ ჯგუფში “ლიახვმა’’ წყალტუბოს “სამგურალს’’ უმასპინძლა. იმერულმა კლუბმა 5:3 დაამარცხა მასპინძელი.

წარმატებულად ასპარეზობს წყალტუბოს ''სამგურალი,'' რომელმაც მე-7 მატჩში მე-6 გამარჯვება მოიპოვა და 18 ქულით თეთრი ჯგუფის ლიდერია.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა ხარაგაულის ''ჩხერიმელამ,'' რომელმაც საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა ''მარკ სტარსი.''

ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა ''რუსთავმა'' 3:0 დაამარცხა ''იმერეთი.''

''რუსთავი'' 10 ქულით მესამე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ტყიბულის ''მეშახტეს.''



წითელი ჯგუფი

ვიტ ჯორჯია - ოდიში 6:0

ბორჯომი - საპოვნელა 2:0

სქური - გარდაბანი 4:1

ჭიათურა - გაგრა 0:0

1   7 5 1 1 15 5 +10 16  
2 Previous rank: 8 7 4 1 2 15 7 +8 13  
3 Previous rank: 2 7 4 0 3 12 13 -1 12  
4 Previous rank: 5 8 3 3 2 15 13 +2 9  
5 Previous rank: 3 7 4 0 3 9 6 +3 9  
6   7 2 2 3 6 9 -3 8  
7 Previous rank: 4 7 3 1 3 6 10 -4 7  
8 Previous rank: 7 7 2 2 3 8 11 -3 5  
9   7 0 0 7 7 19 -12 0  

თეთრი ჯგუფი

ლიახვი - სამგურალი 3:5

რუსთავი - იმერეთი 3:0

მერანი - ფოთის კოლხეთი 0:0

ჩხერიმელა - მარკ სტარსი 3:1

                         
1   7 6 0 1 17 11 +6 18  
2   7 3 2 2 9 5 +4 11  
3   7 5 1 1 16 9 +7 10  
4 Previous rank: 6 7 2 3 2 6 5 +1 9  
5 Previous rank: 4 7 2 2 3 8 10 -2 8  
6 Previous rank: 7 7 1 2 4 9 17 -8 5  
7 Previous rank: 9 7 1 2 4 9 16 -7 5  
8 Previous rank: 5 7 2 4 1 10 7 +3 4  
9 Previous rank: 8 8 0 2 6 7 17 -10 2

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ