ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ფორვარდის მორიგი გოლი ავსტრიის ჩემპიონატში

ავსტრიის რეგიონლიგის დასავლეთი ზონის მე-12 ტურში “კუფშტაინი’’ შინ ‘'ოგენდორფს’’ დაუზავდა - 2:2.

''კუფშტაინის'' სასტარტო შემადგენლობაში კვლავ მოხვდა 23 წლის ფორვარდი ლუკა ძიძიგური.

მატჩის საწყის წუთებში სტუმრებმა ორი გოლის გატანა შეძლეს, თუმცა მე-20 წუთზე ლუკა ძიძიგურმა სხვაობა შეამცირა, 45-ე წუთზე კი რიდერმა ანგარიში გაათანაბარა, რაც საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა - 2:2.

მიმდინარე სეზონში ლუკამ, რომელიც ''ტიროლის'' საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ''კუფშტაინის'' შემადგენლობაში  13 მატჩი ჩატარა და 5 გოლი გაიტანა.

16-გუნდიან ლიგაში “კუფშტაინი’’ 16 ქულით მე-6 ადგილზეა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2023 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ