ფორმულა 1: შეჯახება, რიკარდოს გამარჯვება და მხიარული პოდიუმი (ვიდეო)
რედ ბულის მრბოლელმა, დანიელ რიკარდომ ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მისმა გუნდმა კი პირველი დუბლი გაიფორმა.
მეორე ადგილზე დაასრულა მალაიზიის გრან-პრი ახალგაზრდა მაქს ფერსტაპენმა.
სამეულში მოხვედრა შეძლო მერსედესის წარმომადგენელმა ნიკო როსბერგმა, რომელსაც რბოლის პირველივე მოსახვევში ფერარის პილოტი, სებასტიან ფეტელი შეეჯახა.

რბოლის დარულების შემდეგ პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე მდგომმა რიკარდომ გამარჯვება ფეხსაცმლიდან დალევით აღნიშნა.