ყველა სპორტული სიახლე

მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამა კახეთში

1 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი „მასობრივი სპროტის განვითარების" პროგრამის ფარგლებში თელავსა და გურჯაანს ესტუმრა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა რეგიონში სპორტის განვითარების გეგმა. მოგვიანებით, მოინახულა სპორტული ობიექტები, დარბაზები და სპორტული სკოლები. (იხილეთ ფოტოგალერეა)

მინისტრი შეხვდა სპორტ-სკოლების მოსწავლეებს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად,მუნიციპალიტეტებს სამინისტროსგან სპორტული ინვენტარი გადაეცა, რომელიც ადგილობრივ სასპორტო სკოლებში დარიგდება და ახალგაზრდა სპორტსმენებს მოხმარდება. მინისტრი შეხვდა ადგილობრივ მწვრთნელებს, მოისმინა მათი პრობლემები და განიხილა ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

www.msy.gov.ge

სხვადასხვა, საინტერესო

არქივის კალენდარი

2023 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ